ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი
რონიკო
კომპანია "რონიკო" აცხადებს ვაკანსიას ონლაინ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, რომელიც შემოგვიერთდება და აქტიურად ჩაერთვება ონლაინ მაღაზიის ყოველდღიურ მართვასა და განვითარებაში.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის ვიზუალური მასალის მომზადება და დამუშავება;
** საიტზე ახალი პროდუქტების განთავსება და არსებული პროდუქციის ინფორმაციის განახლება;
** ონლაინ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და კონსულტაცია;
** მომხმარებლის საჭიროების სწორად განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
** ონლაინ შეკვეთების მიღება/დამუშავება და კოორდინაცია.
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel, PowerPoint, Outlook);
** სასურველია, ვიზუალური მასალის შექმნის/დამუშავების პროგრამების ცოდნა (Canva, Adobe Photoshop);
** დროის სწორად მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** უცხო ენების ფლობა (ინგლისური, რუსული);
** ონლაინ გაყიდვების ან ელექტრონული კომერციის (e-commerce) მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მუშაობას განვითარებად და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაში;
** პროფესიულ ტრენინგს;
** განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებადი სწავლების და სტაჟირების პერიოდს;
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
** Roniko-ს პროდუქციისა და ბრენდების შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-საათამდე, სრული განაკვეთი.
თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ ორგანიზებული, ყურადღებიანი დეტალების მიმართ, შემოუერთდი რონიკოს გუნდს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@roniko.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ონლაინ გაყიდვების სპეციალისტი.