← ყველა ვაკანსია

ფარმაცევტი/ფარმაცევტის თანაშემწე

ლურჯი ჯვარი · დაბა წაღვერი

სააფთიაქო ქსელი "ლურჯი ჯვარი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში. თუ გაქვთ შესაბამისი განათლება, გსურთ პროფესიული ზრდა სტაბილურ გარემოში და გიყვართ მომხმარებელზე ზრუნვა, სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენს გუნდში! ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლისთვის ფარმაცევტული პროდუქტების, მედიკამენტების, სამკურნალო კოსმეტიკისა და მოვლის საშუალებების პროფესიონალური შერჩევა და კონსულტაციის გაწევა; ** ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) სიზუსტის შემოწმება და მედიკამენტების გაცემა მოქმედი კანონმდებლობისა და წესების დაცვით; ** მომხმარებლისთვის წამლის მიღების წესების, დოზირებისა და შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; ** აფთიაქში პროდუქციის მიღება, დასაწყობება და თაროებზე განთავსება სტანდარტების შესაბამისად; ** ფარმაცევტული წესებისა და წესრიგის დაცვა სააფთიაქო სივრცეში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფარმაციის მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ ჩვენ: ** ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში ფიქსირებული ანაზღაურება, ხოლო მე-4 თვიდან — ფიქსირებული + ბონუსი; ** სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (2 დასვენების დღე); ** ჯანმრთელობის დაზღვევა: სრული სადაზღვევო პაკეტი; ** ფასდაკლების სისტემა: სპეციალური ფასდაკლება ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე; ** მეგობრული სამუშაო გარემო. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: irakligagua077@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 577 371841.

განაცხადის გაგზავნა →