← ყველა ვაკანსია

გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი

სტანდარტი +

კომპანია "სტანდარტი +", ლიდერი მინა სარკის იმპორტსა და წარმოებაში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. თუ ხართ ენერგიული, მოტივირებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპანიის პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა; ** მომხმარებელთა ოპერატიული, თავაზიანი და ეფექტური მომსახურება; ** შემოსულ შეტყობინებებზე (Facebook, WhatsApp-სა და Viber-ში) და სატელეფონო ზარებზე პასუხი; ** შეკვეთების მიღება და კომპანიის პროგრამა BAO-ში შეტანა. მოთხოვნები: ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი; ** პუნქტუალურობა. ჩვენ გთავაზობთ: ** დამატებით წამახალისებელ ბენეფიტებს; ** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურებადი სტაჟირება (ხელზე ასაღები): 1000 ლარი; ** ხელფასი სტაჟირების შემდეგ (ხელზე ასაღები): 1500 ლარი; ** მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბე, თ. ერისთავის ქუჩა #1; ** სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 10:00 სთ-18:00 სთ. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: inbox.standarti@gmail.com. გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ოპერატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის გაგზავნა →