← ყველა ვაკანსია

B2B გაყიდვების მენეჯერი

EcoVille

"EcoVille Georgia" არის მზის ენერგიის EPC კონტრაქტორი და საერთაშორისო EcoVille Holding-ის ნაწილი, 10+ წლიანი გამოცდილებით. ჰოლდინგი ოპერირებს საქართველოში, სომხეთსა და შვეიცარიაში. უზრუნველყოფს კომერციული და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების პროექტირებას და მშენებლობას სერტიფიცირებული ტექნოლოგიებით. "EcoVille Georgia" საქართველოში ოპერირებს 2020 წლიდან. დაარსებიდან დღემდე განახორციელა 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში. ვაკანსიის დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 54 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00 სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება B2B გაყიდვებში (ენერგეტიკის სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად). ** ტექნიკური ცოდნა ენერგეტიკის ან საინჟინრო სფეროში, რაც აუცილებელია კლიენტებთან ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებების წარმოებისთვის. ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები. ** KPI-ებზე, გეგმებსა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება. ** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. ** ბაზრის ანალიზის ცოდნა და ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების უნარი. ** ქართულ ენაზე პროფესიონალური დონის წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია. ** ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა. ** კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. ** პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა. ** საკუთარი ავტომობილის ფლობა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** B2B გაყიდვების დაგეგმვა და განხორციელება. ** B2B მიმართულების პარტნიორობის განვითარება და შენარჩუნება. ** მზის ინდუსტრიასთან მომიჯნავე მოქმედ კომპანიებთან, ასოციაციებთან და ჯგუფებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობის განვითარება. ** ახალი კლიენტების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების განვითარება. ** გაყიდვების პროცესის სრული მართვა: პრეზენტაციები, შეთავაზებები, კონტრაქტების მომზადება. ** გაყიდვების მიზნების KPI-ების (თვიური, კვარტალური, წლიური) შესრულება და ანგარიშგება მენეჯმენტთან. ** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა ადგილობრივი ტენდენციების, მომხმარებელთა და კონკურენტების ქცევის დასადგენად. ** მარკეტინგისა და საოპერაციო გუნდთან თანამშრომლობა. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას. ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. თქვენი CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: info@ecoville.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე რამდენიმე ეტაპად. მითითებულ ელფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში — "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატურის განხილვა. მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.

განაცხადის გაგზავნა →