ბიზნეს საკონსულტაციო პროექტების მენეჯერი
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს ბიზნეს საკონსულტაციო პროექტების მენეჯერის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპორაციის საქმიანობის შესაბამისი ბიზნეს სერვისების განვითარების პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებასა და პროცესზე ზედამხედველობაში მონაწილეობა;
** საქმიანობის ფარგლებში ანალიტიკური მასალის მომზადება, ინფორმაციის დამუშავება და შესაბამისი მონაცემების ანალიზი;
** საქმიანობის შესაბამისად მონაცემთა ბაზების შექმნა, განახლება და დამუშავება, აგრეთვე საჭიროებისამებრ შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** მეწარმეების მიერ საკონსულტაციო სერვისების მისაღებად წარმოდგენილი შეთავაზებების განხილვა, შესაბამისობის გადამოწმება და დადასტურების პროცესის უზრუნველყოფა;
** საკონსულტაციო სერვისების თანადაფინანსებისა და საგრანტო პროგრამების ფარგლებში შესაბამისი ხელშეკრულებების განხილვისა და გაფორმების პროცესის კოორდინაცია, პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით;
** საკონსულტაციო სერვისების მიწოდების მიზნით შესაბამისი ხელშეკრულებების დროულად გაფორმების უზრუნველყოფა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცესების კოორდინაცია;
** მიმდინარე საკონსულტაციო პროექტების განხორციელების პროცესის ხარისხის მონიტორინგი, გამოვლენილი საკითხებისა და შესაძლო ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების კოორდინაცია;
** დასრულებული საკონსულტაციო პროექტების შესწავლა და განხორციელებული მომსახურების ხელშეკრულებითა და დადგენილი მოთხოვნებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის შემოწმება;
** დასრულებული საკონსულტაციო პროექტების ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მოთხოვნის პროცესის კოორდინაცია;
** დასრულებული საკონსულტაციო პროექტების ფარგლებში შესაბამისი ანგარიშსწორების პროცესის ინიცირება და პროცესში ჩართულ სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაცია;
** საკონსულტაციო პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, შედეგების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** საკონსულტაციო სერვისების განხორციელების პროცესში ბენეფიციარებთან, კონსულტანტებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან და პროცესში ჩართულ სხვა მხარეებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** საკონსულტაციო პროექტების განხორციელების პროცესში წარმოშობილი საკითხების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება და კომპეტენციის ფარგლებში მათი გადაწყვეტის ხელშეწყობა;
** საქმიანობის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება და შესაბამისი შიდა პროცესების წარმართვა;
** კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობის შესახებ პერიოდული და საჭიროებისამებრ სპეციალური ანგარიშების, ანალიტიკური მასალებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი) — ბიზნესის, ეკონომიკის, მათემატიკისა და სტატისტიკის მიმართულებით.
** სამუშაო გამოცდილება: ბიზნესპროექტების მართვისა და განვითარების მიმართულებით არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
** უცხო ენა: ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ბიზნეს საკონსულტაციო პროექტების მენეჯერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი.
გისურვებთ წარმატებას!