← ყველა ვაკანსია

კომპანიის იურისტი

გ. ზარნაძის იურიდიული კომპანია

"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის იურისტის პოზიციაზე. პირობები: ** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. (ბიზნეს ცენტრი საბურთალოზე) ** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ (დისტანციური ან/და შეთავსებით მუშაობა არ განიხილება) ** ანაზღაურება: 2 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო; ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის შემდეგ 3 000 ლარი ხელზე. ძირითადი მოვალეობები: ** ყველა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადება/ანალიზი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ბრძანება, განცხადება, აქტი, ოქმი, დებულება, წესდება, შინაგანაწესი და სხვა); ** ადმინისტრაციული საჩივრის შედგენა და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში; ** იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივი დასკვნის შედგენა; ** ადვოკატირება პირველი ინსტანციის სასამართლოში; ** კომპანიების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში; ** უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; ** სხვადასხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო სამართლის განხრით) (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება); ** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა); ** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა); ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა). დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის გაგზავნა →