← ყველა ვაკანსია

გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ავეკო თრეიდი · თბილისი

„ავეკო“ წარმოადგენს ავეჯის ონლაინ მაღაზიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის შერჩევასა და შეძენას სრულად ონლაინ, მათ შორის შიდა განვადებით, საბანკო პროცედურების გარეშე. „ავეკო“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე: ადგილმდებარეობა: თბილისი, ა.წერეთლის გამზირი 116, რადიუსი.სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00;ანაზღაურება: ფიქსირებული 1 500 ლარი + ბონუსი. ძირითადი პფუნქცია-მოვალეობები:ონლაინ არხებში გაყიდვების პროცესების ეფექტიანი ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია;პოტენციური მომხმარებლების მოზიდვისა და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;ონლაინ არხებში პროდუქციის შეთავაზებისა და გაყიდვების პროცესის კოორდინაცია;მომხმარებელთა საჭიროებებისა და ბაზრის მოთხოვნების ანალიზი, მათზე მორგებული პროდუქციისა და შეთავაზებების შემუშავების მიზნით;ბაზრის ტენდენციებისა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზის საფუძველზე, ორგანიზაციისთვის მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის შერჩევასთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება;ინდივიდუალური და გუნდური გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და კონტროლი;გაყიდვების შედეგებისა და ეფექტიანობის ანალიზი, შესაბამისი გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა და მომსახურების ხარისხის მუდმივი განვითარება;თანამშრომელთა საქმიანობის მონიტორინგი, გუნდის ეფექტიანი მუშაობის ხელშეწყობა და დასახული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება;აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office).სასურველია კლიენტთა მომსახურების პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

განაცხადის გაგზავნა →