← ყველა ვაკანსია

მომხარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

ატლანტ დეველოპმენტი · თბილისი

ATLANT DEVELOPMENT აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი (კონტაქტ-მენეჯერი) პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისისამუშაო ფორმატი: ოფისიდანსამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–19:00შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია მოქნილი გრაფიკიც. კომპანიის შესახებATLANT DEVELOPMENT დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 10 წელზე მეტია საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების სფეროში საქმიანობს. ჩვენ ვაშენებთ და ვყიდით საკუთარ თანამედროვე, მაღალი ხარისხის პროექტებს და ვმუშაობთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებთან. პოზიციის მთავარი ფუნქციამომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი პირველი ადამიანია, რომელსაც კლიენტი კომპანიასთან დაკავშირებისას ესაუბრება.მისი მთავარი ამოცანაა შემოსული მომართვების დამუშავება, კლიენტთან პირველადი კომუნიკაცია, მისი საჭიროებებისა და ინტერესის გარკვევა და შესაბამისი პოტენციური კლიენტების გაყიდვების მენეჯერისთვის გადაცემა შემდგომი მუშაობისთვის. მოვალეობებიშემოსული ზარების, შეტყობინებებისა და ონლაინ განაცხადების დამუშავებაკლიენტებთან პირველი კონტაქტი და პირველადი ინფორმაციის მიწოდებაპოტენციური კლიენტების საჭიროებებისა და ინტერესის შეფასება და მათი გაყიდვების გუნდთან გადამისამართებაCRM სისტემაში მუშაობაკლიენტებთან კომუნიკაცია მესენჯერებითა და სხვა საკომუნიკაციო არხებითგაყიდვების განყოფილებასთან თანამშრომლობა მოთხოვნებიაუცილებელია:ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნაკარგი საკომუნიკაციო უნარები და გამართული მეტყველებასიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღებაპასუხისმგებლობის გრძნობა და სანდოობა უპირატესობად ჩაითვლება:მომხმარებელთა მომსახურების, ქოლცენტრის ან უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილებაCRM სისტემებსა და მესენჯერებში მუშაობის გამოცდილება რას გთავაზობთფიქსირებულ ანაზღაურებას: 1 800 ლარისაკომისიოს გაყიდვებიდან, შემოსავლის ზედა ზღვრის გარეშეკომპანიის მიერ უზრუნველყოფილ შემომავალ მომართვებს პოტენციური კლიენტებისგანმკაფიო სამუშაო პროცესებს და სრულ, გამჭვირვალე ინფორმაციას გასაყიდი უძრავი ქონების შესახებსაწყის სწავლებასა და მხარდაჭერას სამუშაო პროცესშიკომპანიაში პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას ვისთვის არის ეს პოზიციამათთვის, ვისაც ადამიანებთან ურთიერთობა და კლიენტებთან მუშაობა მოსწონსორგანიზებული და დეტალებზე ყურადღებიანი ადამიანებისთვისკანდიდატებისთვის, რომლებსაც უძრავი ქონებისა და გაყიდვების სფეროში განვითარება სურთ დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: macharashvilisalome@gmail.comან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577170175

განაცხადის გაგზავნა →