ღამის აუდიტორი
Royal Tulip Hotel & Casino · თბილისი
Royal Tulip Hotel & Casino აცხადებს ვაკანსიას: ღამის აუდიტორი
ძირითადი მოვალეობები:
სასტუმროს დღის ფინანსური ოპერაციების შემოწმება და ღამის აუდიტის ჩატარება;ნომრების, რესტორნის, ბარისა და სხვა მომსახურებების ყოველდღიური შემოსავლების შემოწმება;სასტუმროს მართვის პროგრამაში (PMS) ყველა გაყიდვისა და ფინანსური ოპერაციის სისწორის კონტროლი;სტუმრების ანგარიშების, გადახდებისა და დავალიანებების შემოწმება;ნაღდი ფულით, საბანკო ბარათებითა და სხვა გადახდის მეთოდებით მიღებული თანხების შეჯერება სისტემურ ანგარიშებთან;ფასდაკლებების, ჯავშნების გაუქმების, უფასო განთავსებისა და ფინანსური კორექტირებების შემოწმება;დღის დახურვის პროცედურის შესრულება სასტუმროს პროგრამაში;ყოველდღიური შემოსავლების ანგარიშის (Daily Revenue Report) მომზადება;აღმოჩენილი შეუსაბამობებისა და შეცდომების შესახებ ფინანსური მენეჯერის ან მთავარი ბუღალტრის ინფორმირება;მომდევნო დღის ჯავშნების, ჩამოსვლისა და გამგზავრების სიების შემოწმება;ღამის ცვლაში სტუმრების მიღება-განთავსება, რეგისტრაცია და სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება;სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს მომსახურებებისა და არსებული სერვისების შესახებ;ღამის ცვლაში წარმოქმნილი პრობლემების მართვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მენეჯერის ინფორმირება;ცვლის დასრულებისას ანგარიშებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაბარება მომდევნო ცვლის თანამშრომლისთვის.
მოთხოვნები:
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10;ანაზღაურება 2000 ლარი;სამუშაო განაკვეთი 5/2;ჯანმრთელობის დაზღვევა;კვებით უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com
ასევე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!