გაყიდვების სპეციალისტი
ჰოუმ დიზაინ გალერი · თბილისი
„ჰოუმ დიზაინ გალერი“ — ევროპული ავეჯისა და სახლის დიზაინის შოურუმი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს დახვეწილი ავეჯის, განათების, დეკორაციებისა და პრემიუმ მასალების გამორჩეულ კოლექციას.
ჩვენ ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:მომხმარებლისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების გაწევა, პროდუქციის რეალიზაცია;მომხმარებლის დახვედრა და შოურუმში არსებული პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება სოციალურ ქსელების მეშვეობით და გაყიდვების ხელშეწყობა;პროექტებისთვის მოლაპარაკებების წარმოება და საჭირო პროდუქციის შესყიდვის კოორდინირება, დოკუმენტაციის მომზადება და მონიტორინგი;ბუღალტერიასთან, შესყიდვებთან და დიზაინერებთან აქტიური კომუნიკაცია;ფასების გამოთვლა და ელექტრონულად ატვირთვა;სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა;სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;შესრულებული სამუშაოების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება;აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით:https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.phpდაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.