მთავარი ბარისტა
Wilbour Holding
Wilbour
Holding-ი 2026 წლის შემოდგომაზე თბილისში, ირაკლი აბაშიძის #30-ში BRØD the Bakery-ს ახალ ობიექტს ხსნის! Wilbour
Holding-მა აქამდე განხორცილებული სხვა პროექტების ფარგლებში საქართველოში ისეთი ბრენდები
შემოიყვანა, როგორიცაა IZIPIZI
(ფრანგული სათვალეების ბრენდი), MessyWeekend
(დანიური სათვალეების ბრენდი) და
სხვა. პირველი BRØD the Bakery ჩვენმა
გუნდმა 2025 წელს ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე გახსნა. ამჟამად აბაშიძის
ქუჩის BRØD the Bakery-ში
ვეძებთ მთავარ ბარისტას. სამუშაო ადგილი:
თბილისი, ირაკლი აბაშიძის
#30სამუშაო განაკვეთი და
გრაფიკი: 2/2-ზე განრიგი, 12-საათიანი ცვლებითვიური ფიქსირებული ანაზღაურება: 1500
ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სტუმრების მომსახურება ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით, მენიუს ცოდნა
ყავის, ჩაისა და სხვა სასმელების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა
და სტანდარტების გათვალისწინებით
სენდვიჩებისა და მსგავსი მცირე კვების პროდუქტების მომზადება
პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის კონტროლი, სტუმრების გამასპინძლება
შეკვეთის შეყვანა და კონტროლი შესაბამის პროგრამაში/სისტემაში
ობიექტის სივრცის/მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება
სამზარეულოს სისუფთავის და ჰიგიენის დაცვა HACCP-ის სტანდარტების მიხედვით
ანგარიშსწორების პროცედურების მართვა
თანამშრომელთა გუნდის მართვა, მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, თანამშრომელთა
დატრენინგება მომსახურების თვალსაზრისით
ჩართულობა ყოველთვიური აღწერებისა და ინვენტარიზაციის პროცესში
ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება/გაზიარება საჭიროებისამებრ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ინგლისური ენის ცოდნა
პასუხისმგებლიანობა
გუნდური მუშაობის უნარები
ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი
რეზიუმე აღნიშნულ
ვაკანსიაზე მონაცემების
გაგზავნით ადასტურებთ,
რომ თანახმა
ხართ, ვილბურ
ჰოლდინგმა მონაცემთა
დაცვის საერთაშორისო
სტანდარტებისა და
საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად
შეაგროვოს, დაამუშაოს
და შეინახოს
წარდგენილი ინფორმაცია
(რეზიუმე) თქვენი
დასაქმებისთვის საჭირო
პროცედურების წარმართვის
მიზნით. პერსონალური
მონაცემები გამოყენებული
იქნება მხოლოდ
აღნიშნული მიზნისთვის
და თქვენი
თანხმობის გარეშე
არ გადაეცემა
მესამე პირს