← ყველა ვაკანსია

Tik-Tok კონტენტის შემქმნელი

კოსმო

"COSMO" ეძებს Junior-to-early mid level Tik-Tok კონტენტის შემქმნელს. ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვვიერთდე? თუ "შენ" - "შენ" ხარ, თავადაც გეცოდინება ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვიერთდე. ხოლო რა გვინდა ჩვენ - შენგან, ამას მოგიყვებით: ** თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდა, აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები. ** შესაბამისად, თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდასთან დაკავშირებული მარკეტინგი და კონტენტის შექმნა. ** თუ გაქვს ფოტო/ვიდეო გადაღების გამოცდილება და უნარები; ** საინტერესო ვიზუალური ხედვა; ** კრეატიული გონება და გუნდში მუშაობის უნარები. მაშინ შეიძლება შენ გეძებთ. ხოლო თუ შენ ხარ ის, ვისაც ვეძებთ, მაშინ შენც გვეძებ (სულ რომ არ იცოდე, მაინც.) თუ შემოუერთდები, კოსმოს ახალ-ჩამოყალიბებულ მარკეტინგის გუნდს და გაიზიარებ ჩვენს გეგმებსა და სულისკვეთებას, მაშინ, შენ მოგიწევს : ** ყოველთვიურად შექმნა კოსმოს Tik-Tok გვერდის საკომუნიკაციო გეგმა. ** უზრუნველყო გეგმის აღსრულება, კონტენტის გადაღება/შექმნა ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით. ** მარკეტინგის გუნდთან ერთად, შექმნა Cosmo-ს უნიკალური ვიზუალური კონტენტის სტილი. ** შექმნა ქოფი შენი კონტენტისთვის. ** მიადევნო თვალი საერთაშორისო და ლოკალურ მოდისა და აქსესუარების ტრენდებს (თუმცა ამას ალბათ ისედაც აკეთებ). ** ჩვენთან ერთად გაზარდო კოსმოს ბრენდი. რას გთავაზობთ? ** კონკურენტულ ანაზღაურებას. ** განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების/უნარების გაუმჯობესებისათვის იდეალურ გარემოს. ** მეგობრულ გუნდს (მართლა). ** სრული განაკვეთის როლს. ** Fitpass-ს. ** შიდა ფასდაკლებებს. დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე/CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე: marketing@cosmo.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →