← ყველა ვაკანსია

სოციალური მედიის მენეჯერი

კოსმო

"COSMO" ეძებს Junior-to-early mid level სოც.მედია მენეჯერს. ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვვიერთდე? თუ "შენ" - "შენ" ხარ, თავადაც გეცოდინება ვინ ვართ და რატომ უნდა შემოგვიერთდე. ხოლო რა გვინდა ჩვენ - შენგან, ამას მოგიყვებით: ** თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდა, აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები. ** შესაბამისად, თუ გიყვარს და გაინტერესებს მოდასთან დაკავშირებული მარკეტინგი და კონტენტის შექმნა. ** თუ გაქვს სოც.მედია გვერდების მართვისა და კონტენტის დაგეგმვის გამოცდილება. ** იმედისმომცემი ქოფირაითინგის უნარები. ** თვით-ორგანიზებისა და გუნდური მუშაობის უნარები. მაშინ შეიძლება შენ გეძებთ. ხოლო თუ შენ ხარ ის, ვისაც ვეძებთ, მაშინ შენც გვეძებ (სულ რომ არ იცოდე, მაინც.) თუ შემოუერთდები, კოსმოს ახალ-ჩამოყალიბებულ მარკეტინგის გუნდს და გაიზიარებ ჩვენს გეგმებსა და სულისკვეთებას, მაშინ, შენ მოგიწევს: ** ყოველთვიურად შექმნა კოსმოს სოც.მედია გვერდებზე კომუნიკაციის გეგმა ** უზრუნველყო გეგმის აღსრულება (აღნიშნულ გვერდებზე) და მიიღო მონაწილეობა მარკეტინგული გუნდის კრეატიულ თუ არა-კრეატიულ პროცესებში. ** შექმნა ქოფი ყველა მოცემულ სოც.მედია არხში და მოხიბლო მომხმარებლები სიტყვებით. ** მიადევნო თვალი საერთაშორისო და ლოკალურ მოდისა და აქსესუარების ტრენდებს (თუმცა ამას ალბათ ისედაც აკეთებ). ** ჩვენთან ერთად გაზარდო კოსმოს ბრენდი. რას გთავაზობთ? ** კონკურენტულ ანაზღაურებას. ** განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების/უნარების გაუმჯობესებისათვის იდეალურ გარემოს. ** მეგობრულ გუნდს (მართლა). ** სრული განაკვეთის როლს. ** Fitpass-ს. ** შიდა ფასდაკლებებს. დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე/CV გამოგვიგზავნეთ მისამართზე: marketing@cosmo.com.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →