ავტო ელექტრიკოსი
ასპ-გრუპი
კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ელექტრიკოსის პოზიციაზე.
"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
კომპანიის ვებგვერდი: https://aspgroup.ge/
პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3;
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები;
ანაზღაურება: 2 000-3 000 ლარი, 3 000-4 000 ლარი, 4 000-5 000 ლარი (გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის ელექტრო დაზიანების დიაგნოსტიკა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის ჰიდრავლიკური დაზიანების დიაგნოსტიკა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის დაზიანებული ნაწილების ახლით შეცვლა ან შეკეთება;
** ყველა აუცილებელი საქმიანობის შესრულება, რაც დაკავშირებული იქნება სატრანსპორტო საშუალებების ელექტრობასთან;
** ელექტრომოწყობილობის, ელექტრო ქსელებისა და მოწყობილობების უწყვეტი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2026 წლის 14 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!