← ყველა ვაკანსია

ძრავისა და სავალი ნაწილის ხელოსანი

ასპ-გრუპი

კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ძრავისა და სავალი ნაწილის ხელოსნის პოზიციაზე. "ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში. კომპანიის ვებგვერდი: https://aspgroup.ge/ პირობები: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3; სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები; ანაზღაურება: 2 000-3 000 ლარი, 3 000-4 000 ლარი, 4 000-5 000 ლარი (გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის ძრავისა და სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა; ** ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის ძრავისა და სავალი ნაწილების სარემონტო სამუშაოების ჩატარება; ** ავტოსატრანსპორტო საშუალების / ტექნიკის ძრავისა და სავალი ნაწილების დაშლა/აწყობა; ** ავტოსერვისცენტრში სხვადასხვა ავტო სარემონტო სამუშაოების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; ** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2026 წლის 14 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →