← ყველა ვაკანსია

ჰიდრავლიკ მექანიკოსი

ასპ-გრუპი

კომპანია "ასპ-გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ჰიდრავლიკ მექანიკოსის პოზიციაზე. ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში. კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/ პირობები: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო, ერეკლე მეორეს მეხუთე შესახვევი N3; სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 09:30-18:30 საათები; ანაზღაურება: 2 000-3 000 ლარი, 3 000-4 000 ლარი, 4 000-5 000 ლარი (გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით) ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ავტომობილებისა და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ჰიდრავლიკური და მექანიკური სისტემების დიაგნოსტიკა და ტექნიკური მომსახურება; ** სათადარიგო ნაწილების მონტაჟი, დემონტაჟი და მათი გამართულობის უზრუნველყოფა; ** ავტოსატრანსპორტო საშუალების/ტექნიკის დაზიანებული ნაწილების ახლით შეცვლა ან შეკეთება; ** ტექნიკური დოკუმენტაციისა და სერვისის სტანდარტების დაცვა; ** პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური გადაწყვეტის გზების შემუშავება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სავალდებულოა, ანალოგიურ პოზიციაზე მინ. 3-5 წლიანი მუშაობის გამოცდილება; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; ** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2026 წლის 14 ნოემბრამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →