← ყველა ვაკანსია

კონსულტანტი

დამი

კომპანია "დამი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისის ფილიალში. ჩვენი სამშენებლო მასალების კომპანია წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის, მოთხოვნად პროდუქციას. სამუშაო ადგილი: სამუშაო ადგილი: თბილისი ქიზიყის ქ 1 (აეროპორტის გზატკეცილი) სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი გამოცდილება: აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ანაზღაურება: 1500 ლარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კლიენტთა მომსახურება კომპანიის კორპორაციული სტანდარტების შესაბამისად; ** პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტული წესით; ** მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასების განლაგების სისწორის მუდმივი შემოწმება; ** გაყიდული ნივთის ადგილზე შემოწმება და მომხმარებლისთვის სწორად გაცემა; ** აქტიური მონაწილეობის მიღება საწყობისა და დარბაზის ინვენტარიზაციის პროცესში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგულება; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მომხმარებელთან თავაზიანი დიალოგის წარმართვის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგების მხარდაჭერა. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; ** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს; ** მეგობრულ, პროფესიონალ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ltd.dami@gmail.com ან ტელ: 568403311 შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →