მაღაზიის საწყობის ზედამხედველი
დამი
კომპანია "დამი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის ზედამხედველის პოზიციაზე.
სამშენებლო მასალების კომპანია წლებია საქართველოს ბაზარზე მომხმარებლებს სთავაზობს მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციებს.
სამუშაო ადგილი: თბილისი ქიზიყის ქ 1 (აეროპორტის გზატკეცილი)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი
სამუშაო აღწერილობა
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების მუდმივი კონტროლი, მონიტორინგი და აღრიცხვა;
** მაღაზიის გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ანალიზი და ნაშთებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საწყობში შემოსული ახალი პროდუქტების მიღება, რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება, პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;
** საწყობის ოპტიმალური მარაგების მართვა, დეფიციტის ან ჭარბი მარაგების პრევენცია;
** პროდუქციის სწორი განლაგების, შენახვისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
** ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა და შედეგების შედარება ბაზაში არსებულ მონაცემებთან;
** საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვებისა და ლოგისტიკის გუნდთან კოორდინირებული მუშაობა მარაგების დროულად შესავსებად;
** შემოსული პროდუქციის ჩამოტვირთვა მანქანებიდან და საწყობში განლაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (საწყობის ან მარაგების მართვის მიმართულებით);
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** საწყობის ან სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ, პროფესიონალ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ltd.dami@gmail.com ან ტელ: 568403311
შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!