← ყველა ვაკანსია

გაყიდვებისა და მომსახურების ასისტენტი

Riviera Seafood House · ბათუმი

ბათუმი, კობალაძის 15| Riviera Seafood House თევზის მაღაზია და კვების სივრცე - "Riviera Seafood House" ეძებს ორ თანამშრომელს გაყიდვებისა და მომსახურების ასისტენტის პოზიციაზე. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ ყურადღებიანი და პასუხისმგებლობიანი, შემოუერთდით ჩვენს გუნდს. ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებლის დახვედრა და მომსახურება; ** პროდუქციის, მენიუსა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** შეკვეთების მიღება, პროგრამაში ასახვა და სამზარეულოსთან კოორდინაცია; ** კერძებისა და სასმელების მიწოდება, ლუდის ჩამოსხმა; ** სალარო აპარატსა და POS-ტერმინალთან მუშაობა; ** თევზის დამუშავებასა და კერძების მომზადებას შესაბამისი თანამშრომლები უზრუნველყოფენ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ქართული და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** თავაზიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი; ** ყურადღებიანობა და სიზუსტე ანგარიშსწორებისას; ** დატვირთულ პერიოდში ორგანიზებულად მუშაობის უნარი. ** მომხმარებლის შენიშვნებისა და მიმდინარე საკითხების მენეჯერისთვის დროულად გადაცემა. ** მომსახურების სფეროში გამოცდილება და Fina-ს პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები და ბენეფიტები: ** სამუშაო საათები: 13:00-21:30; ** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, შეთანხმდება დასაქმებამდე; ** ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი თვეში + ბონუსი ** კვება: უზრუნველყოფილია სამუშაო ცვლის განმავლობაში. დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: khosruashvilinino3@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →