სატვირთო და სპეც ტექნიკის სერვისის მენეჯერი
ჯი ეს ემ მოტორს საქართველო
კომპანია "ჯი ეს ემ მოტორს საქართველო" 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა მსუბუქი, სატვირთო და სპეც ტექნიკის მიმართულებით. ასევე სათადარიგო ნაწილებით საცალო და სადისტრიბუციო ვაჭრობა. კომპანია აქტიურად მუშაობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
პოზიცია: სატვირთო და სპეც ტექნიკის სერვისის მენეჯერი
პოზიციის შესახებ:
სატვირთო და სპეც ტექნიკის კვალიფიციური ავტოსარემონტო სერვისით უზრუნველყოფა
შესასრულებელი სამუშაო:
** სერვისის სატვირთო და სპეც ტექნიკის სექციის ტექნიკური რესურსის და სამუშაო ძალის დაგეგმარება, არსებული გამოწვევების და კონტრაქტების შესაბამისად;
** სატვირთო და სპეც ტექნიკის სერვისში მიღება, რეგისტრაცია, დიაგნოსტირება და ტექნიკური გამართვა;
** სერვისში არსებული სატვირთ და სპეც ტექნიკისათვის სამუშაოს გაწევის ვადებისა და სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** პრიორიტეტული სამუშაოს განსაზღვრა, დაგეგმარება და აღსრულება;
** სატვირთო და სპეც ტექნიკის სათადარიგო ნაწილების საჭიროების გამოვლენა, შესყიდვების განყოფილებისთვის ინფორმაციის მიწოდება და შესყიდვის მოთხოვნა;
** უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი ხელოსნების შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** სატვირთო და სპეც ტექნიკისათვის ჩატარებული სამუშაოების აღრიცხვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სატვირთო და სპეცტექნიკის მაღალ ტექნიკურ დონეზე ცოდნა;
** რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა/მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად).
საკონტაქტო: hr@gsmmotors.ge