მათემატიკის მასწავლებელი
თანამედროვე განათლების აკადემია
შპს "თანამედროვე განათლების აკადემია - სკოლა და ბაღი" აცხადებს ვაკანსიას მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ლევან მიქალაძის ქ.N4
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია ცხადდება დეკრეტულ შვებულებაში გასული თანამშრომლის შემცვლელად და მისი ხანგრძლივობა მინიმუმ ერთი სემესტრია, მაქსიმუმ კი - ერთი წელი.
მასწავლებლობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებულ და ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთს:
1. უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
2. უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია (საგნის გამოცდა);
3. უნდა ჰქონდეს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგნის ან განათლების მიმართულებაში შემავალი დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
4. 2015 წლამდე სერტიფიცირებული (საგნის და პროფესიული უნარების გამოცდა) პირი;
5. უფროსი, წამყვანი ან მენტორი მასწავლებელი.
აპლიკანტი უნდა იყოს უწყვეტ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. ასევე შეეძლოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენება სასწავლო პროცესში.
სამუშაო განაკვეთი: 14 სთ. კვირაში.
კონკურსის ეტაპები:
** აპლიკანტმა ელექტრონულ სისტემაში (pedagogi.ge) უნდა გამოაგზავნოს მოთხოვნა.
** პირველ ეტაპზე, მოხდება საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპზე, საბუთების გადარჩევის საფუძველზე, შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას, რომელზეც შეფასდება მათი პროფესიული ცოდნა და უნარები;
** მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ იმიტირებულ გაკვეთილს.
დამატებითი ინფორმაცია:
ა) საგაკვეთილო პერიოდი აკადემიაში მოიცავს პირველ ცვლას, 09:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე.
ბ) კანდიდატის ანაზღაურება დამოკიდებულია მის კომპეტენციაზე, სტატუსსა და გამოცდილებაზე. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება კონკურსის ბოლო ეტაპზე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@cea.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ: "ვაკანსია - მათემატიკის მასწავლებელი".
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.