ოფისის მენეჯერი
Estemed
ESTEMED — ესთეტიკური მედიცინისა და პროფესიული კოსმეტოლოგიის სფეროში მოქმედი სადისტრიბუციო კომპანია — გუნდში იწვევს ოფის-მენეჯერს.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლობიან ადამიანს, რომელსაც შეუძლია დოკუმენტაციის მოწესრიგება, პარტნიორებთან კომუნიკაციის კოორდინაცია და ადმინისტრაციული დავალებების დროულად შესრულება.
ძირითადი მოვალეობები:
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, საკანცელარიო და სხვა საჭირო საოფისე მასალების შეკვეთა და მარაგების კონტროლი.
** ლოგისტიკურ კომპანიებთან ურთიერთობა: გზავნილებისა და მიწოდებების კოორდინაცია, ვადების დაზუსტება და თანმხლები დოკუმენტაციის შეგროვება.
** ტურისტულ სააგენტოებთან თანამშრომლობა: ბილეთებისა და საცხოვრებლის დაჯავშნის კოორდინაცია, ჯავშნის დადასტურებებისა და ანგარიშ-ფაქტურების შეგროვება.
** თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა: სამსახურში მოსვლისა და წასვლის, დაგვიანების, გაცდენებისა და შეთანხმებული შვებულებების აღრიცხვა.
** სამუშაო დროის აღრიცხვის ცხრილისა და ხელფასის გამოსათვლელად საჭირო შეთანხმებული მონაცემების დროულად მიწოდება ბუღალტერიისთვის.
** ანგარიშებისა და ინვოისების შეგროვება, სისტემატიზაცია და ბუღალტერიისთვის გადაცემა.
** მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება და მათი შესრულების ვადების კონტროლი.
მოთხოვნები:
** ორგანიზებულობა, ყურადღებიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და ვადების დაცვის უნარი.
** ელექტრონული ფოსტის, Word-ისა და Excel-ის კარგი ცოდნა.
** CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა; Bitrix24-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** თანამშრომლებთან და გარე პარტნიორებთან გამართული კომუნიკაციის უნარი.
** დოკუმენტებთან მუშაობის სიზუსტე და თანამშრომელთა პირადი და სახელფასო ** ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა.
** ოფის-მენეჯერის ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
** ხელფასი: თვეში 1 500 ლარი ხელზე.
** კვება: კომპანიის ხარჯით.
** სამედიცინო დაზღვევა.
** სამუშაო ადგილი: ოფისი თბილისში.
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: office@estemed.ge
წერილის სათაურში მიუთითეთ: "ოფის-მენეჯერი".