ქოლცენტრის ოპერატორი
GML International
კომპანია "GML International" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე
"GML International" არის საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც ახორციელებს საზღვაო და მულტიმოდალურ გადაზიდვებს მსოფლიოს მასშტაბით. ვეძებთ კომუნიკაბელურ და ყურადღებიან ქოლ-ცენტრის ოპერატორს, რომელიც შემოგვიერთდება და აქტიურად ჩაერთვება კლიენტებთან ყოველდღიურ კომუნიკაციაში.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი ზარების მიღება და კლიენტების კონსულტაცია;
** კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება ტვირთის სტატუსისა და გადაზიდვის პროცესის შესახებ;
** კლიენტის საჭიროების სწორად განსაზღვრა და ინფორმაციის გადაცემა შესაბამისი განყოფილებისთვის;
** ზარებისა და კლიენტების მონაცემების აღრიცხვა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია ელ-ფოსტით და მესენჯერებით.
აუცილებელი უნარები:
** ქართული ენის თავისუფალი ფლობა, გამართული მეტყველება;
** კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და მოთმინება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Microsoft Word, Excel, Outlook);
** უცხო ენების (ინგლისური, რუსული) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქოლ-ცენტრში, გაყიდვებში ან ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** შერეულ (ჰიბრიდულ) სამუშაო ფორმატს - ოფისში და დისტანციურად;
** ხელფასს 1500-2000 ლარის ფარგლებში, გამოცდილების შესაბამისად;
** ბონუსებს გაყიდვებიდან;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ ტრენინგს;
** მუშაობას საერთაშორისო ლოჯისტიკურ კომპანიაში;
** განვითარებისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, სრული განაკვეთი.
თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ ყურადღებიანი და მიზანდასახული, შემოუერთდი GML International-ის გუნდს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@gml.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი.
კონტაქტი:
hr@gml.ge
http://www.gml.ge/