← ყველა ვაკანსია

პროფ.განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრატორი

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი · ბათუმი

"ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას: პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (ონლაინ VET / ელექტრონული ჟურნალი) ადმინისტრატორი/კოორდინატორი; სამუშაო გრაფიკი: სრული პოზიციის მიზანი: პროფესიული განათლების პროცესების მართვის საინფორმაციო სისტემის (ონლაინ VET) უწყვეტი, გამართული და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სისტემაში ჩართული მიზნობრივი ჯგუფებისთვის (ადმინისტრაცია, პროფესიული განათლების მასწავლებლები, პროფესიული სტუდენტები) ტექნიკური და საკონსულტაციო მხარდაჭერის გაწევა მონაცემთა სიზუსტისა და დროული ასახვის მიზნით. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** მონაცემთა ბაზების მართვა: ონლაინ VET სისტემაში სტუდენტების, მასწავლებლების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო მოდულების შესახებ მონაცემების დროული შეყვანა, განახლება და კონტროლი. ** სასწავლო პროცესის ასახვა: სისტემაში სასწავლო ცხრილების, კალენდარული გეგმების, სტუდენტთა დასწრებისა და შეფასებების ჟურნალების გენერირება და მართვა. ** მხარდაჭერა: სისტემის მომხმარებლებისთვის (პროფესიული განათლების მასწავლებელი და პროფესიული სტუდენტები) ინდივიდუალური თუ ჯგუფური კონსულტაციების გაწევა, სისტემაში შესვლასთან (ავტორიზაციასთან) და მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა. ** მონიტორინგი და რეპორტინგი: ელექტრონულ ჟურნალში მასწავლებლების მიერ სტუდენტთა დასწრებისა და შეფასებების დროულად და სიზუსტით შეყვანის მონიტორინგი. საჭიროებისამებრ, სტატისტიკური მონაცემების, ამონაწერებისა და ანგარიშების (რეპორტების) მომზადება ადმინისტრაციისთვის. ** ხარვეზების მართვა: პროგრამული შეფერხების გამოვლენის შემთხვევაში, პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამის ტექნიკურ/მხარდამჭერ გუნდთან (სამინისტროს ბაზის ადმინისტრატორებთან ან IT სამსახურთან) დროული კომუნიკაცია მის აღმოსაფხვრელად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები (განათლება და გამოცდილება): ** განათლება: უმაღლესი განათლება (სასურველია საინფორმაციო ტექნოლოგიების, განათლების ადმინისტრირების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით). ** გამოცდილება: სასურველია მსგავს პოზიციაზე, მონაცემთა ბაზებთან, ელექტრონულ რეესტრებთან ან საგანმანათლებლო საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. ** პროგრამების ცოდნა: საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით MS Excel - საშუალო ან მაღალ დონეზე) საფუძვლიანი ცოდნა. ** დამატებითი ცოდნა: სასურველია პროფესიული განათლების კანონმდებლობისა და სასწავლო პროცესის თავისებურებების საბაზისო ცოდნა. პიროვნული უნარ-ჩვევები და კომპეტენციები: ** ყურადღება დეტალების მიმართ: ციფრებთან, პერსონალურ მონაცემებსა და შეფასებებთან მაღალი სიზუსტით მუშაობის უნარი. ** კომუნიკაცია: გამართული წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; მომხმარებელთან (სტუდენტთან, მასწავლებელთან) ეფექტიანი და თავაზიანი ურთიერთობის უნარი. ** პრობლემის გადაჭრა: ანალიტიკური აზროვნება და ტექნიკური შეფერხებების დროს სწრაფი რეაგირების უნარი; ** დროის მენეჯმენტი: რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და დადგენილ ვადებში (დედლაინებში) ამოცანების შესრულების უნარი. სამუშაო პირობები და შრომის ანაზღაურება: ** სამუშაო ადგილი: მახინჯაური თამარ მეფის გამზირი N38; ** სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-დან 18:00 საათამდე; ** შრომის ანაზღაურება:1200 ლარი (დარიცხული); ** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე ; ** დამატებითი ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული განვითარების/ტრენინგების ხელშეწყობა; ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და დიპლომი ელექტრონულ მისამართზე: info@bnu.edu.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი;

განაცხადის გაგზავნა →