← ყველა ვაკანსია

იურისტის თანაშემწე

GAMA FC

GAMA FC — საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საბრძოლო სპორტის ორგანიზაცია — აცხადებს ვაკანსიას იურისტის თანაშემწის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და მოტივირებულ კანდიდატს, რომელიც დაინტერესებულია სპორტის სფეროში პროფესიული განვითარებით და სურს გახდეს ჩვენი გუნდის წევრი. ძირითადი მოვალეობები: ** ⁠ ⁠სპორტსმენებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება; ** ⁠მოქმედი ხელშეკრულებების მართვა, განახლება და სისტემატიზაცია; ** ⁠ ⁠სპორტსმენებთან კომუნიკაცია საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მისაღებად; ** ⁠ორგანიზაციის მიმდინარე იურიდიულ საკითხებში მონაწილეობა; ** ⁠იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და აღრიცხვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ⁠ ⁠უმაღლესი იურიდიული განათლება ან სამართლის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტი; ** ⁠იურიდიული დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების მომზადების საბაზისო ცოდნა; ** ⁠ ⁠გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** ⁠პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებისადმი ყურადღება; ** ⁠ ⁠დამოუკიდებლად მუშაობისა და დავალებების დროულად შესრულების უნარი. უპირატესობად ჩაითვლება: ** ⁠ ⁠იურიდიულ სფეროში სამუშაო გამოცდილება; ** ⁠რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; ** ⁠ ⁠სპორტის სფეროსადმი ინტერესი. სამუშაო პირობები: ** ⁠ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი — ოფისში დასწრება სავალდებულოა კვირაში მინიმუმ ორჯერ, წინასწარ შეთანხმებულ შეხვედრებზე. დანარჩენი სამუშაოს შესრულება შესაძლებელია დისტანციურად; ** ⁠ერთთვიანი ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა; ** ⁠ანაზღაურების პირობები განისაზღვრება ინდივიდუალურად, გასაუბრების საფუძველზე; ** ⁠პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობა; ** ⁠დინამიკურ და განვითარებად სპორტულ ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება. საკონტაქტო ინფორმაცია: დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV შემდეგ ელფოსტაზე: info@gamafc.ge და თემის ველში მიუთითეთ: "იურისტის თანაშემწე". საკონტაქტო პირი: გიორგი ტელეფონი: +995 571 08 88 34

განაცხადის გაგზავნა →