← ყველა ვაკანსია

კომერციული დირექტორი

საკვები-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია

საკვები-პროდუქტების მწარმოებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე ქ. თბილისში. ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები: ** სტრატეგიული მართვა: კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და შესრულების მენეჯმენტი; ბაზრის პოტენციალის, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და პარტნიორობების იდენტიფიცირება; ** გაყიდვების სისტემების მართვა: გაყიდვების პროცესების მუდმივი მონიტორინგი, მათი ოპტიმიზაცია და CRM სისტემების ეფექტიანი გამოყენება გაყიდვების ზრდისთვის; ** მარკეტინგის მართვა და განვითარება: მარკეტინგული გუნდის ფორმირება (აყვანა), მათ შორის გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელის (Head of Sales) შერჩევა, აყვანა და ხელმძღვანელობა. მათთან მჭიდრო თანამშრომლობა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ბრენდის ეფექტიანი პოზიციონირება ბაზარზე; ** კონტროლი და ოპტიმიზაცია: კომპანიის კომერციული საქმიანობის კონტროლი, დაქვემდებარებული განყოფილებების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია; ** გაყიდვებზე ორიენტირება: გაყიდვების გეგმის შესრულებაზე და შედეგების ზრდაზე აქტიური ფოკუსირება; ** პარტნიორობა: რეალტორებთან, სააგენტოებთან და მსხვილ ინვესტორებთან ურთიერთობების აქტიური მართვა გაყიდვების ზრდის მიზნით. დამატებითი ინფორმაცია: მოთხოვნები: ** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების მართვაში; ** გაყიდვების პროცესების შექმნისა და ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება; ** CRM სისტემების მართვის გამოცდილება; ** გაყიდვების გუნდის ფორმირებისა და მართვის გამოცდილება; ** უცხო ენების: ინგლისური სავალდებულო; რუსული ** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office) მაღალ დონეზე ცოდნა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მეილზე: geo.aleksandre4@gmail.com (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება)

განაცხადის გაგზავნა →