← ყველა ვაკანსია

MEP ინჟინერი

სპექტრუმი

კომპანია "სპექტრუმი" წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას, ვაცხადებთ ვაკანსიას MEP ინჟინრის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მოვალეობები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით; ** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP სისტემების მონიტორინგში; ** AutoCAD, Revit MEP და სხვა გამოთვლითი პროგრამების ცოდნა; ** როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ნორმების და სტანდარტების ცოდნა; ** გათბობა - გაგრილების, ვენტილაცია - კონდიცირების, წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების ** სისტემების პროექტირების ცოდნა; ** გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** მიმდინარე MEP სამუშაოების შედარება ხარჯთაღრიცხვასთან და მისი მონიტორინგი პიროვნული თვისებები და უნარები: ** დროის ეფექტური მართვა; ** ორგანიზების კარგი უნარი; ** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ** გუნდური და პასუხისმგებლობიანი ** შრომისმოყვარე და ენერგიული; ** განვითარებაზე ორიენტირებული; ** პუნქტუალური. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო და რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "MEP ინჟინერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. შერჩევის პროცესი მოიცავს 2 გასაუბრებას და დავალების შესრულებას. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. "სპექტრუმიის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.

განაცხადის გაგზავნა →