← ყველა ვაკანსია

ინტერიერის დიზაინერი

სპექტრუმი

კომპანია "სპექტრუმი" წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას. ვაცხადებთ ვაკანსიას ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე. მოვალეობები: ** წინასაპროექტო კვლევის მომზადება; ** ინტერიერის დიზაინის კონცეფციების შემუშავება; ** დიზაინის კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა; ** დეტალური ნახაზების მომზადება; ** მომიჯნავე სპეციალისტაბთან თანამშრომლობა; ** ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მუშაობა, ვადებისა და ხარისხის სტანდარტის დაცვით; ** დამკვეთებთან კომუნიკაცია; ** ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება; ** კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული პროგრამების ცოდნა: Revit, AutoCAD, Photoshop, InDesign; ** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება; ** საერთაშორისო მწარმოებლების, დიზაინერების და მათი პროდუქტების ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** კრეარიული და დეტალებზე ორიენტირებული; ** დროის ეფექტური მართვა; ** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ** გუნდური და პასუხისმგებლიანი; ** განვითარებაზე ორიენტირებული; ** შრომისმოყვარე და ენერგიული; ** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური; ** პუნქტუალური. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ინტერიერის დიზაინერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება. შერჩევის პროცესი მოიცავს 2 გასაუბრებას და დავალების შესრულებას. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. "სპექტრუმიის" საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.

განაცხადის გაგზავნა →