ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერი
ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს
შპს "ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს" Schindler-ის შვეიცარიული ჯგუფის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ეწევა Schindler-ის ბრენდის ლიფტების, ესკალატორებისა და ტრავოლატორების მონტაჟს, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას. Schindler-ს უკვე 150 წელი შეუსრულდა. ბაზარზე ლიდერობის მიზნით, BME - Schindler Georgia იყენებს პროფესიული ეთიკის, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერის თანამდებობაზე.
ვალდებულებები:
** კლიენტებთან პროექტების კოორდინირება: ტექნიკური გუნდისთვის და კლიენტებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის, ინვოისებისა და აქტების შექმნა, გადაგზავნა, კომუნიკაცია და თვალდევნა, ასევე ავარიული აქტებისა და სხვა საბუთების დროული მიწოდება ხელმძღვანელობისთვის.
** სერვისის პროცესების კოორდინირება, თვალდევნა და მართვა.
** ავარიული გამოძახების მართვა (თანამშრომლის გაგზავნა შესაბამის ობიექტზე ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით).
** საჭიროებისამებრ, პროექტებზე არსებული ლიფტებისა თუ ესკალატორების სათადარიგო ნაწილების შეკვეთა და გამოწერა.
** კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ელფოსტისა და სატელეფონო საშუალებით.
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება — მინიმუმ 1 წელი.
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, შემოქმედებითი აზროვნება.
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და ამოცანების შესრულების ვადების დაცვის უნარი.
** მოლაპარაკებებისა და საქმიანი მიმოწერის უნარი.
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
** უმაღლესი განათლება სავალდებულოა — ბაკალავრის დიპლომი; სასურველია ეკონომიკის, მარკეტინგისა და საინჟინრო მიმართულებით.
ვადები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი.
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-დან 18:00 საათამდე.
** ხელფასი: 2300 ლარი.
კანდიდატებს გთხოვთ, ელფოსტაზე: office@bme.ge წარმოადგინოთ CV სათაურით "ტექნიკური კოორდინატორ-მენეჯერის თანამდებობაზე" არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს.