← ყველა ვაკანსია

უძრავი ქონების გაქირავების აგენტი

კვადრატი

სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაქირავების აგენტის პოზიციაზე. თუ ხარ კომუნიკაბელური, ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და გსურს განვითარდე უძრავი ქონების სფეროში, შემოგვიერთდი "კვადრატის" გუნდში. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის უძრავი ქონების გაქირავების პროცესის მართვა; ** პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია; ** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების მომზადება; ** ობიექტების დათვალიერების ორგანიზება; ** გაქირავების პროცესის კოორდინაცია გარიგების დასრულებამდე; ** მომხმარებელთა ბაზასთან აქტიური მუშაობა; ** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** მუშაობას სტაბილურ და განვითარებად დეველოპერულ კომპანიაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** კომპანიის მიმდინარე პროექტებთან მუშაობის შესაძლებლობას. სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: kv2georgia@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →