← ყველა ვაკანსია

უმცროსი ექიმი - კარდიოლოგია და კარდიოინტერვენცია

კლინიკა ჰელსიკორი

შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე კარდიოლოგიის და კარდიოინტერვენციის დეპარტამენტში. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** ექიმის ზედამხედველობით სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობის მიღება; ** სტაციონარში პაციენტის მდგომარეობის მართვაში ექიმთან ერთად მონაწილეობის მიღება. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** სასურველია სარეზიდენტო პროგრამის რეზიდენტობა; ** სასურველია ერთწლიანი მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელური; ** პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული. სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 01 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.

განაცხადის გაგზავნა →