შესყიდვების მთავარი სამსახურის სპეციალისტი
ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი
სს "ფილტვის ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მთავარი სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.
უფლება-მოვალეობები:
** განყოფილებების მიერ მომზადებული შესყიდვების მოთხოვნების დამუშავება;
** ყოველი წლის შესყიდვების გეგმის შედგენასა და კორექტირებაში მონაწილეობა;
** მონაწილეობა ტენდერების გამოცხადებასა და მის წარმართვაში; ასევე ხელშეკრულებების, ოქმების და ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** მაქსიმალური ეკონომიის მიღწევის მიზნით ღონისძიებების გატარება შესყიდვების პროცესში;
** ცენტრის ინტერესების გათვალისწინებით, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმოება არსებულ და პოტენციურ მომწოდებლებთან;
** სამსახურის ხელმძღვანელის დავალებით, შესყიდვების პროცესის მიმდინარეობისა და შედეგიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** დაწესებულების შინაგანაწესის შესრულება.
პასუხისმგებლობები:
** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა;
** სამსახურის ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება;
** ნაკისრი ვალდებულებების დროული და ხარისხიანი შესრულება;
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესყიდვების კანონმდებლობისა და ტიპური ფორმების შევსების ინსტრუქციების სრულყოფილად ცოდნა;
** შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მართვა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 09:15-17:00.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: tbcenter.tbgeo@gmail.com. საგანში მიუთითეთ პოზიცია.