← ყველა ვაკანსია

უმცროსი იურისტი

სფერა

დეველოპერული კომპანია "სფერა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე. სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი. მის: თბილისი, ბესარიონ ჟღენტის ქუჩა N96 ძირითადი მოვალეობები: ** წინარე ნასყიდობისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადება; ** კომპანიის კორპორაციულ დოკუმენტაციასთან მუშაობა (მათი დამუშავება, მომზადება, კორექტირება); ** იურიდიული დოკუმენტაციის დამუშავება/მომზადება ქართულ და საჭიროებისამებრ ინგლისურ ენაზე; ** კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის: სხვადასხვა ხელშეკრულებების, ბრძანებების, სარჩელების, საჩივრების, ოქმების, კორესპონდენციის, განცხადებების, მიღება-ჩაბარების აქტების და სხვა დოკუმენტების შედგენა/განხილვა; კრების ოქმების, წესდებების მომზადება, მათში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა; ** კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების იურიდიულ მხარდაჭერა; ** იურიდიული დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება; ** მოლაპარაკებებისა და საჭირო დოკუმენტაციის წარმოება სამშენებლო პროექტების ასაღებად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი იურიდიული განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** MS Office-ის ეფექტურად გამოყენების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: info@sphera.com.ge. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27/10/2026. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადის გაგზავნა →