← ყველა ვაკანსია

აკადემიის მენეჯერის ასისტენტი

Levels Academy

"Levels Academy" აცხადებს ვაკანსიას აკადემიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამძირი 29გ; ანაზღაურება: ** გამოსაცდელი ვადა 1 თვე - ანაზღაურება 500 ლარი ** გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ - ანაზღაურება 1000 ლარი გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო გრაფიკი; კვირაში 5 დღე; ერთი დღე შაბათი ან კვირა 10-დან 18 სთ-მდე. ძირითადი მოვალეობები: ** სწავლის პროცესის მონიტორინგი; ** მასწავლებლებთან და სტუდენტებთან პერმანენტული შეხვედრების ორგანიზება; ** მენეჯმენტისათვის რეგულარული მოხსენებების მიწოდება; ** სატელეფონო ზარების, მეილებისა და სხვა ელექტრონული შეტყობინებების პასუხი; ** სტუდენტებისათვის სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდება-მიღება, როგორც ტელეფონით ასევე პირადი შეხვედრებით; ** ახალი სტუდენტების მიღება; ** რეპორტინგი მშობლებთან; ** ადმინისტრაციისა და უშუალო უფროსის დავალებით სხვა სამუშაოების შესრულება; ** სოციალურ ქსელებში აკადემიაში მიმდინარე მოვლენების განთავსება. აუცილებელი მოთხოვნები: ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1; ** გამართული მეტყველების/გადმოცემის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1 წელი; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი; ** კომუნიკაბელურობა; ** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა "ლეველსი" გთავაზობთ: ** პროფესიულ ზრდა/განვითარებას; ** "ლეველსის" ნებისმიერ კურსზე უფასო სწავლებას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მისამართზე: career@levels.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადის გაგზავნა →