სამშენებლო პროექტების მენეჯერი
ჯიაიჯი ჰოლდინგი · თბილისი
„ჯიაიჯი ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „ტიფლის სითი (ჯი-აი-ჯი ჯგუფი)“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი: სამშენებლო პროექტების სრული ციკლის ეფექტური მართვა და აღსრულება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალებები:პროექტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში აქტიური ჩართულობა და დადგენილი ბიუჯეტის კონტროლი;პროექტის ვადების განსაზღვრა, კალენდარული გარფიკის მომზადება;პროექტის ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსის განსაზღვრა;პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში პოტენციური რისკების ინდეტიფიცირება, შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;შესრულებული სამუშაოს შესაბამისობისა და ხარისხის რეგულარული მონიტორინგი;სამშენებლო გუნდთან და ყველა დაკავშირებულ მიმართულებასთან, (ინჟინრები, არქიტექტორები, დიზაინერები, ქვეკონტრაქტორები და სხვა) აქტიური კოორდინაცია;ტექნიკური პერსონალის და სხვა დაქირავებული პირების ზედამხედველობა;პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კოორდინაცია;პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყოველდღიური რეპორტების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისათვის;პროექტის ბიუჯეტის ანალიზი და ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგება მენეჯმენტისათვის;სამშენებლო პროცესის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში წარმართვა;სამშენებლო პროცესში შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დაცვა;გუნდის ეფექტური მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:უმაღლესი განათლება ტექნიკური ან სამშენებლო მიმართულებით;პროექტის მართვის 5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;სამშენებლო სპეციფიკის ცოდნა;სამშენებლო რეგულაციების ცოდნა;სამშენებელო მიმართულებით დოკუმენტაციის ანალიზი;MS Office სტანდარტული პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel და Power Point;ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, მნიშვნელოვანია სამშენებლო დოკუმენტაციისთვის დამახასიათებელი ტერმინოლოგიის ცოდნა;B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული მახასიათებლები:პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;დროის ეფექტურად მართვის უნარი;ანალიტიკური აზროვნების უნარი;გუნდთან ეფექტურად მუშაობის და გუნდის მართვის უნარი;ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება;მდებარეობა: სათაო ოფისი - თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ. 2ა / პეკინის გამზ. 34; სამუშაო ობიექტის ადგილმდებარეობა განისაზღვრება პროექტის შესაბამისად.ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, Snap Fitness აბონიმენტი.
განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-VzvR2e
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 01.11.2026გისურვებთ წარმატებას!