← ყველა ვაკანსია

კომპიუტერების ტექნიკოსი

კომპიუტერული კომპანია ITWorks · თბილისი

ITWorks ეძებს კომპიუტერების ტექნიკოსს, რომელსაც კომპიუტერული ჰარდვერისა და სოფტვერის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება აქვს. ძირითადი მოვალეობები: კომპიუტერების აწყობა, განახლება და გამართულობის შემოწმება;კომპიუტერებისა და მათი კომპონენტების დიაგნოსტიკა, გაუმართაობის მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა;ოპერაციული სისტემების, დრაივერებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია და გამართვა;BIOS-ის განახლება და პარამეტრების სწორად კონფიგურაცია;სისტემის სტაბილურობის, წარმადობისა და ტემპერატურების ტესტირება;კომპიუტერების გაწმენდა და თერმო პასტების შეცვლა.საგარანტიო და არასაგარანტიო სერვისში შემოსული ტექნიკის შემოწმება და შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა;მომხმარებლისთვის ტექნიკური საკითხების გასაგებად ახსნა და რეკომენდაციების მიცემა. ძირითადი მოთხოვნები: კომპიუტერული ჰარდვერისა და სოფტვერის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;თანამედროვე პროცესორების, ვიდეო ბარათების, დედა დაფების, ოპერატიული მეხსიერებისა და სხვა კომპონენტების ცოდნა;კომპონენტების თავსებადობის სწორად განსაზღვრისა და კომპიუტერის დამოუკიდებლად აწყობის უნარი;ჰარდვერული და პროგრამული პრობლემების დიაგნოსტიკის პრაქტიკული გამოცდილება;Windows-ის ინსტალაციის, გამართვისა და პრობლემების აღმოფხვრის ცოდნა;სადიაგნოსტიკო და სტრესტესტის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;ტექნიკური დოკუმენტაციისა და ინსტრუქციების ინგლისურ ენაზე გაგების უნარი;პასუხისმგებლობა, სიზუსტე და დეტალებისადმი ყურადღება;სამუშაოს ორგანიზებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;გუნდთან და მომხმარებელთან გამართული კომუნიკაცია. უპირატესობად ჩაითვლება: კომპიუტერულ სერვისში მუშაობის გამოცდილება;Gaming და Workstation სისტემების აწყობისა და გამართვის გამოცდილება;ლეპტოპების დიაგნოსტიკისა და მომსახურების ცოდნა;ქსელებისა და ქსელური მოწყობილობების გამართვის საბაზისო ცოდნა;კომპიუტერული ტექნოლოგიების სიახლეებისადმი ინტერესი და ცოდნის მუდმივად განახლების სურვილი. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზირი / 78ა;სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 11:00-20:00ანაზღაურება: 1200-1500₾ ფიქსირებული / გამოცდილების მიხედვით + ბონუსი შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: jobs@itw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: „კომპიუტერების ტექნიკოსი“. შეგიძლიათ CV-ს დაურთოთ თქვენი გამოცდილების მოკლე აღწერა — რა ტიპის სისტემებთან გიმუშავიათ და რა ტექნიკური პრობლემები გადაგიჭრიათ დამოუკიდებლად.

განაცხადის გაგზავნა →