ელექტრიკოსი / მზის სადგურების მემონტაჟე
პრაიმი · თბილისი
კომპანია პრაიმი აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის / მზის სადგურების მემონტაჟის პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:მზის ელექტროსადგურების DC და AC ელექტროგაყვანილობის მონტაჟი;მზის ინვერტორების (On-Grid / Hybrid / Off-Grid) და აკუმულატორების (LiFePO4) ფიზიკური და ელექტრული დაერთება;ელექტროფარების (AC/DC) აწყობა და დამცავი აპარატურის (ავტომატები, SPD მცველები, გადამრთველები) მონტაჟი;დამიწების კონტურის მოწყობა და შემოწმება;არსებულ ქსელთან (მრიცხველთან / შიდა ფართან) უსაფრთხო მიერთება და გაშვება-გამართვა.
ძირითადი მოთხოვნები:ელექტრიკოსად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება (მზის ენერგიის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);ელექტრული სქემების/ნახაზების შედგენა/წაკითხვის უნარი;ელექტროუსაფრთხოების წესებისა და ნორმების ცოდნა და დაცვა;
პიროვნული თვისებები:პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;გუნდური მუშაობისა უნარი;ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი;პუნქტუალურობა.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მეილზე: primetbilisi@gmail.com