← ყველა ვაკანსია

ღამის აუდიტორი

Royal Tulip Hotel

"Royal Tulip Hotel & Casino" აცხადებს ვაკანსიას: ღამის აუდიტორი ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროს დღის ფინანსური ოპერაციების შემოწმება და ღამის აუდიტის ჩატარება; ** ნომრების, რესტორნის, ბარისა და სხვა მომსახურებების ყოველდღიური შემოსავლების შემოწმება; ** სასტუმროს მართვის პროგრამაში (PMS) ყველა გაყიდვისა და ფინანსური ოპერაციის სისწორის კონტროლი; ** სტუმრების ანგარიშების, გადახდებისა და დავალიანებების შემოწმება; ** ნაღდი ფულით, საბანკო ბარათებითა და სხვა გადახდის მეთოდებით მიღებული თანხების შეჯერება სისტემურ ანგარიშებთან; ** ფასდაკლებების, ჯავშნების გაუქმების, უფასო განთავსებისა და ფინანსური კორექტირებების შემოწმება; ** დღის დახურვის პროცედურის შესრულება სასტუმროს პროგრამაში; ** ყოველდღიური შემოსავლების ანგარიშის (Daily Revenue Report) მომზადება; ** აღმოჩენილი შეუსაბამობებისა და შეცდომების შესახებ ფინანსური მენეჯერის ან მთავარი ბუღალტრის ინფორმირება; ** მომდევნო დღის ჯავშნების, ჩამოსვლისა და გამგზავრების სიების შემოწმება; ** ღამის ცვლაში სტუმრების მიღება-განთავსება, რეგისტრაცია და სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება; ** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასტუმროს მომსახურებებისა და არსებული სერვისების შესახებ; ** ღამის ცვლაში წარმოქმნილი პრობლემების მართვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მენეჯერის ინფორმირება; ** ცვლის დასრულებისას ანგარიშებისა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაბარება მომდევნო ცვლის თანამშრომლისთვის. მოთხოვნები: ** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10; ** ანაზღაურება: 2000 ლარი; ** სამუშაო განაკვეთი 5/2; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კვებით უზრუნველყოფა. დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ მისამართზე: hrm@royaltuliptbilisi.com. ასევე გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!

განაცხადის გაგზავნა →