საწყობის სპეციალისტი
ჯორჯიან ქარდი
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია "ჯორჯიან ქარდი" ეძებს საწყობის სპეციალისტს.
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა ინვენტარის (POS-ტერმინალების და მასთან დაკავშირებული აქსესუარების) მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და გაცემა;
** საწყობში არსებული მარაგების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და მონაცემების სასაწყობე პროგრამაში დროული ასახვა;
** მოთხოვნის შესაბამისად POS-ტერმინალების და მასთან დაკავშირებული მოძიება და დაკომპლექტება;
** საწყობში არსებული ინვენტარის პერიოდული ინვენტარიზაცია და ფაქტობრივ და პროგრამულ ნაშთებს შორის სხვაობების გამოვლენა;
** ინვენტარის შესაბამისი კატეგორიების მიხედვით განთავსება და შენახვის წესების დაცვა;
** ტექნიკური თანამშრომლებისთვის საჭირო ინვენტარის დროული გადაცემა და დაბრუნებული ინვენტარის მიღება-აღრიცხვა;
** საწყობის ორგანიზებულობისა და მარაგების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, ცოდნა;
** სასურველია საწყობის მართვის, მარაგების აღრიცხვის ან ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** მონაცემების დამუშავებისა და შეუსაბამობების გამოვლენის უნარი;
** დაკისრებული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, სიზუსტე და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში არაუმეტეს 40 საათისა
ანაზღაურება: 1800 (Gross)
ლოკაცია: თბილისი, ბელიაშვილის 53
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე gcjobs@gc.ge და სათაურში მიუთითეთ "საწყობის სპეციალისტი"
გისურვებთ წარმატებებს!