ოთახის დიასახლისი
ბორჯომი ლიკანი · ბორჯომი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას ოთახის დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: კვირაში 40 სთ
ანაზღაურება: 950-1050 ლარი
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება - სრული
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს ოთახებისა და საერთო სივრცეების დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად
** სამუშაო წესებისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა
** ნომრების გამზადება ჯავშნის დეტალების შესაბამისად
** მინი ბარის შემოწმება
** ნომრებში არსებული ხარვეზების ან დაზიანებების შესახებ შეტყობინება პასუხისმგებელ პირთან
** სტუმრებთან თავაზიანი კომუნიკაცია
** სტუმრების მოთხოვნებზე რეაგირება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდურობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამატებითი სარგებელი:
** პროფესიული განვითარება
** კონკურენტული ანაზღაურება
** ტრანსპორტირება ღამის საათებში
** დაზღვევა
** კვება
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: natia.lomidze@borjomilikaniresort.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!