კომუნიკაციის მენეჯერი
Lazer Lounge
კომუნიკაციის მენეჯერი (დისტანციურად)
"Lazer Lounge" — გასართობი ცენტრი ყველა ასაკისთვის, ეძებს სამენოვან ადამიანს კლიენტებთან კომუნიკაციისთვის: ზარებსა და შეტყობინებებზე პასუხის გასაცემად და ჯავშნების ჩასანიშნად.
ლაზერთეგის თამაშისა და ადგილზე (თბილისში, სადგურის მოედანთან ახლოს) 2 ტრეინინგისა და ზედამხედველობის ქვეშ გავლილი ცვლის შემდეგ, შეძლებთ მუშაობის დისტანციურად გაგრძელებას.
მოთხოვნები:
** მშობლიური ქართული, რუსული (B2), ინგლისური (B1-B2). სამივე ენა სავალდებულოა და გასაუბრებაზე შემოწმდება
** სერვისზე ორიენტირებული და მომხმარებელზე მორგებული
** მეგობრული და თავაზიანი კომუნიკაცია
** დეტალებზე ორიენტაცია
** გაყიდვების მიმართულება
** CRM-ს სისტემებში მუშაობის გამოცდილება უპირატესობაა
შეთავაზება:
** კვირაში 12-24 საათი
** მოქნილი განრიგი; სხვა პერსონალთან შეთანხმებით, შეგიძლიათ თავად აირჩიოთ სამუშაო საათები
** უნდა იყოთ ხელმისაწვდომი შაბათ-კვირას (მინიმუმ ნაწილობრივ)
** ცვლის ტიპები: 12:00-23:00, 12:00-15:30, 15:30-23:00
** პირველი თვე — 7 ლარი საათში, შემდეგ — 5 ლარი ბაზისური + საათში 3 ლარამდე ბონუსი კარგი მუშაობის შემთხვევაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ შეტყობინება მისამართზე: lazer_lounge@proton.me, რომელიც უნდა შეიცავდეს:
** რეზიუმეს (წინა სამუშაო გამოცდილების თარიღების მითითებით)
** თქვენი ენების ცოდნის დონის დასტურს
** ინფორმაციას თქვენი ხელმისაწვდომობის შესახებ: როდის შეგიძლიათ მუშაობა
** მუშაობის დაწყების შესაძლო თარიღს
** ტელეფონის ნომერს