← ყველა ვაკანსია

მარკეტინგის გუნდში ქოფირაითერი/კონტენტ კრეატორი

Monde Group

დეველოპერული კომპანია "მონდე ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის გუნდში ქოფირაითერი/კონტენტ კრეატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კონტენტ-სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის ყველა არხზე (LinkedIn, Fascebook, TikTok, ვებსაიტი, SEO და სხვა); ** ტექსტების შექმნა და ადაპტაცია - სოც. მედია პოსტები, ბლოგები, ვიდეოს სცენარები, ვებსაიტის კონტენტი, ნიუსლეთერები; ** ვიდეო კონტენტის გადაღება (კომპანიის სარეკლამო ვიდეოებში ჩაწერა); ** ვიდეოგრაფთან, დიზაინერთან და ედვერთაიზერთან თანამშრომლობა ბრენდის იმიჯზე ზრუნვისთვის; ** კონტენტის კალენდრის მართვა და მასალების დროული მომზადება კამპანიებისთვის და ღონისძიებებისთვის; ** ვებსაიტის განახლებებზე მუშაობა; ძირითადი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** გრამატიკის, მართლწერის და პუნქტუაციის მაღალ დონეზე ცოდნა; პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები: ** კრეატიული აზროვნება და ძლიერი სთორითელინგის უნარი; ** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარები; ** მუდმივი განვითარებისა და ახალი სტანდარტების შექმნის სურვილი; ** კამპანიების მართვის გამოცდილება; ** გუნდთან მუშაობის გამოცდილება და მათი კოორდინაციის უნარი; ** სოციალური მედიის ფორმატების ცოდნა (LinkedIn, Meta, TikTok, YouTube); ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; სამუშაო პირობები და ანაზღაურება: ** ლოკაცია: თბილისი, პავლე ასლანიდის 12 (სპორტის სასახლესთან) ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00 საათი ** ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე დამატებითი სარგებელი: ** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; ** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ); დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით მეილზე info@monde.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გაგზავნა →