← ყველა ვაკანსია

მეტყველების და ქცევითი თერაპევტ

ღია სახლი · ქუთაისი

"ღია სახლი", ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი ქ. ქუთაისში ახორციელებს ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, ადრეული განვითარების პროგრამისა და აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში. ემსახურება 500-მდე ბავშვს და ოჯახს კერძო და მუნიციპალური პროგრამების საშუალებით. ორგანიზაცია აცხადებს ვაკანსიას მეტყველების და ქცევითი თერაპევტის პოზიციაზე. სავალდებულო მოთხოვნები: ** შესაბამისი საბაკალავრო ან სამაგისტრო განათლება (ფსიქოლოგი, სპეც. პედაგოგი, პედაგოგი); ** ბავშვთან მიზნების განსაზღვრის შესაძლებლობა ენისა და მეტყველების განმავითარებელი უნარების სტიმულირების მიზნით; ** ქცევის ეფექტური მართვის გამოცდილება და ქცევის მართვის ტექნიკების ცოდნა; ** მუშაობისთვის აუცილებელი ეთიკური ნორმების ცოდნა, ეფექტური კომუნიკაციის უნარები. რეზიუმე გამოგზავნეთ ელფოსტაზე: openhousevacancy@gmail.com

განაცხადის გაგზავნა →