მიმღები/ადმინისტრატორი
სასტუმრო ვინუმი
სასტუმრო "ვინუმი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების, ტარიფებისა და სასტუმროში არსებული სხვა მომსახურების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.
მოთხოვნები:
** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია Booking.com და სხვადასხვა ჯავშნის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
მდებარეობა: https://www.google.com/maps/place/vinum+hotel/data=!4m2!3m1!1s0x40440d0cd082c5f7:0x5126a2a6f00bab63?sa=X&ved=1t:242&ictx=111
ანაზღაურება: 80 ლარი ხელზე თითო ცვლაზე
გრაფიკი: კვირაში 3-4 მორიგეობა, 18:00-10:00 სთ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hotelvinum.info@gmail.com (სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).