მოლარე-ოპერატორი
ჭონა ბრიუერი
ლუდსახარში "ჭონა ბრიუერი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, სოფელი თხინვალა, თხინვალას ქუჩა N 11.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი:
** ორშაბათი-კვირა, 12:00-24:00 (მოქნილი გრაფიკი — 3-დღიანი სმენები ან შეთანხმებით);
** დასვენების დღე — შეთანხმების (გრაფიკის) მიხედვით.
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება ყოველდღიური;
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ყოველთვიურ საჩუქარს (ლუდი);
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ბრენდირებულ უნიფორმას და მუშაობისთვის საჭირო ინვენტარს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოლარე-ოპერატორის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გაყიდვების პროგრამა (FINA)-ში მუშაობის გამოცდილება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ლუდის თვისებების და მახასიათებლების მომხმარებლისთვის გაცნობა (შესწავლა ადგილზე);
** ლუდის ჩამოსხმა (შესწავლა ადგილზე);
** გაყიდვების პროგრამა (FINA)-ში გაყიდული პროდუქციის ასახვა (შესწავლა ადგილზე).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლიანი;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი.
დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელფოსტაზე: info@chonabrewery.com.