წარმოების უფროსი
ფექიჯინგ სერვისი
ერთ-ერთი მოწინავე შესაფუთი მასალების მწარმოებელი კომპანია "ფექიჯინგ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: 3500 - 4500 ლარი (ნეტ), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
პოზიციის მიზანი: საწარმოო პროცესების ეფექტიანი დაგეგმვა და მართვა, გუნდის საქმიანობის კოორდინაცია და კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შეკვეთების დადგენილ ვადებში და სათანადო ხარისხით შესრულების უზრუნველყოფა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** წარმოების ყოველდღიური და ყოველკვირეული დაგეგმვა, შეკვეთების პრიორიტეტებისა და დანადგარების დატვირთვის განსაზღვრა;
** თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
** წარმოების წარმართვა დამტკიცებული რეცეპტებისა და ტექნიკური ბარათების შესაბამისად;
** საწყობთან და წარმოების ტექნოლოგთან თანამშრომლობა საჭირო მასალების მზადყოფნის უზრუნველსაყოფად;
** პროდუქციის ხარისხის, მასალის მოხმარებისა და საწარმოო დანაკარგების კონტროლი;
** დანადგარების გამართულობის მონიტორინგი და ტექნიკური მომსახურების კოორდინაცია;
** სამუშაო დისციპლინისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი;
** ხელმძღვანელობისთვის წარმოების შედეგების, შეფერხებებისა და საჭიროებების შესახებ ანგარიშის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
** აუცილებელია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება, მუყაოს შეფუთვის ან პოლიგრაფიულ წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** სამუშაოს დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვა და გამოყენება.
უნარები და პიროვნული თვისებები:
** პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: tarakhamia@onepoint.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.