პროაქტიური გაყიდვების აღმასრულებელი
Artizan Design Hotel
"Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას პროაქტიური გაყიდვების აღმასრულებლის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
1. ახალი ბიზნესის განვითარება (Business Development):
** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და კონტაქტების დამყარება;
** კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების, ტურისტული სააგენტოების და პარტნიორების ბაზის შექმნა;
** პოტენციურ კლიენტებთან პროაქტიური კომუნიკაცია (ზარები, ელფოსტა, შეხვედრები);
** გაყიდვების ახალი შესაძლებლობების მუდმივი ძიება;
** სასტუმროს სერვისების აქტიური შეთავაზება სხვადასხვა სეგმენტისთვის.
2. კორპორატიული გაყიდვები (Corporate Sales):
** კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის ხელშეკრულებების მოზიდვა;
** კორპორატიული ტარიფების შეთავაზება და მოლაპარაკება;
** ბიზნეს მოგზაურებისთვის სასტუმროს მომსახურების განვითარება;
** კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება;
** კორპორატიული კლიენტების საჭიროებების ანალიზი.
3. ტურისტული და ჯგუფური გაყიდვები:
** ტუროპერატორებთან და ტურისტულ სააგენტოებთან ურთიერთობის განვითარება;
** ჯგუფური ჯავშნების მოზიდვა;
** შეთავაზებების მომზადება ჯგუფებისთვის;
** ბაზარზე ახალი პარტნიორების მოძიება;
** საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდვების შესაძლებლობების განვითარება.
4. MICE და ღონისძიებების გაყიდვები:
** შეხვედრების, კონფერენციების, კორპორატიული ღონისძიებების და სპეციალური ღონისძიებების გაყიდვა;
** ღონისძიების მოთხოვნების დამუშავება;
** კლიენტისთვის ინდივიდუალური შეთავაზებების მომზადება;
** სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ღონისძიების წარმატებით განხორციელებისთვის.
5. გაყიდვების პროცესის მართვა:
** გაყიდვების აქტივობების ყოველდღიური განახლება;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური გაყიდვების ანგარიშების მომზადება;
** გაყიდვების პროგნოზების (Sales Forecast) მომზადება;
** კონკურენტული სასტუმროების შეთავაზებების და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი.
მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:
აუცილებელი:
** გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
** ახალი კლიენტების მოძიების გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა.
სასურველია:
** სასტუმროს გაყიდვების გამოცდილება;
** Booking.com, PMS შიდა სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** პროაქტიული და ინიციატივიანი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ძლიერი კომუნიკატორი;
** მიზანმიმართული და გაყიდვებზე ორიენტირებული;
** კარგი პრეზენტაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი;
** ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი + ბონუს სისტემა გაყიდვების შედეგების მიხედვით;
** შესაძლებლობა პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდისთვის.
სამუშაო პირობები:
** 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი 09:00 - 18:00;
** შესვენება — 1 საათი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 137727.
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო არტიზან დიზაინ ჰოტელი.
გაცნობებთ, რომ სასტუმრო "არტიზან დიზაინ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში — სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.