← ყველა ვაკანსია

ადმინისტრატორი

Artizan Design Hotel

სასტუმრო "Artizan Design Hotel" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიციაზე. ფუნქცია მოვალეობები: ** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება; ** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება; ** სასტუმროს მართვის პროგრამაში მუშაობა; ** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება. საჭირო ცოდნა/უნარ ჩვევები: ** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად); ** უმაღლესი განათლება; ** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვებას. სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12 გრაფიკი: 12 საათი, ორი დღის ცვლა, ორი ღამის ცვლა. შემდეგი ოთხი დღე დასვენება. ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 137727. გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება. თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება სასტუმრო "არტიზან დიზაინ ჰოტელ". გაცნობებთ, რომ სასტუმრო "არტიზან დიზაინ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით.

განაცხადის გაგზავნა →