ექიმის ასისტენტი
დენტალ ლაინი · დადიანი
DENTAL LINE აცხადებს ვაკანსიას:
4. ექიმის ასისტენტი - ქირურგიული განყოფილება
სტომატოლოგიური კლინიკა დენტალ ლაინი დადიანის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე - ქირურგიის მიმართულებით.
ფილიალი დადიანი - მისამართი თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა №49, გადასასვლელ ხიდთან, მეტრო სადგურის მოედანთან
ანაზღაურება 1500 ლარი
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი 09:30-20:00; შაბათი 09:30-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო კაბინეტის მომზადება პაციენტის მიღებამდე;
** ექიმის ასისტირება სტომატოლოგიური პროცედურების მიმდინარეობისას;
** საჭირო ინსტრუმენტებისა და მასალების წინასწარ მომზადება;
** პროცედურის დროს ექიმისთვის ინსტრუმენტებისა და მასალების დროული მიწოდება;
** სამუშაო ზედაპირებისა და სტომატოლოგიური დანადგარების დეზინფექცია;
** გამოყენებული ინსტრუმენტების სტერილიზაციისთვის მომზადება;
** კაბინეტში არსებული მასალების მარაგის კონტროლი;
** პაციენტის უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველყოფაში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
** ყურადღება და სწრაფად რეაგირების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სანიტარიული ნორმების დაცვის მაღალი სტანდარტი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@dentalline.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "ვაკანსია ექიმის ასისტენტის პოზიციაზე".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 558 200 747