ადმინისტრატორი
დენტალ ლაინი · ორთაჭალა
DENTAL LINE აცხადებს ვაკანსიას:
ადმინისტრატორი - ორთაჭალის ფილიალი
სტომატოლოგიური კლინიკა "დენტალ ლაინი" ორთაჭალის ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე. სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება. განიხილებიან გამოცდილების არმქონე კანდიდატებიც, რომლებიც გაივლიან სტაჟირებას.
ფილიალი ორთაჭალა: მისამართი თბილისი, გორგასლის ქუჩა №63
ანაზღაურება 1300 ლარი
სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი 10:00-20:00; შაბათი 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების მიღება და მომსახურება;
** სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მართვა;
** პაციენტების ვიზიტებისა და ექიმების სამუშაო გრაფიკის კოორდინაცია;
** კლინიკის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** მონაცემების პროგრამაში სწორად ასახვა;
** დოკუმენტაციისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის გაგზავნა:
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@dentalline.ge და სათაურის ველში მიუთითეთ: "ვაკანსია ადმინისტრატორის პოზიციაზე, ორთაჭალის ფილიალი".
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 350 820 / 558 200 747